Introduce your idea

თთინათინ ბასილაია დაიკავე ადგილი
ექსკლუზიური პროგრამა · მხოლოდ 2026

აღმოაჩინე შენი მისია.
გაბედე მეტი.

თითოეულ ჩვენგანს აქვს მისია და პოტენციალი, რომელიც გამოხატვას ლამობს. ოთხ კვირაში - ცოცხალი შეხვედრებით, ჯგუფური ქოუჩინგითა და ღრმა სავარჯიშოებით - ფეხზე დადგები, ირწმუნებ შენს თავს და გახდები ფინანსურად დამოუკიდებელი საყვარელი საქმის კეთებით.

დაიკავე ადგილი → ნახე პროგრამა
10+წელი ანტრეპრენერობა
30+ქვეყანა მსოფლიოში
1000+მონაწილე დარბაზებში
თინათინ ბასილაია
EAGTაკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი
ტრანსფორმაციული ქოუჩი
ნახე საკუთარი თვალით

ერთი წუთი, რომელიც ყველაფერს ცვლის

ფილოსოფია

ადამიანი ადამიანისთვის მზეა. ზოგჯერ ერთი სტიმულია საჭირო - იმედი, სინათლე სიბნელეში.

სწორ გარემოში, სადაც შენ გხედავენ და შენი სწამთ, შეგიძლია მოიხსნა ჯავშანი და ისევ გაშალო ფრთები. ეს არ არის უბრალოდ კურსი - ეს არის სივრცე შენი ტრანსფორმაციისთვის.

ეს გვერდი შენთვისაა, თუ...

გრძნობ, რომ შენი პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებელია

01

„როდის დავიწყებ იმას, რაც მიყვარს?“

გაქვს ძლიერი სურვილი აკეთო მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ არ იცი რა არის „შენი საქმე“ - ან იცი და ვერ ბედავ პირველი ნაბიჯის გადადგმას.

02

„რატომ ვერ ვისმენ საკუთარ თავს?“

თავდაჯერებულობა გაკლია, აღიარებას გარეთ ეძებ და შინაგანი ბლოკები გიშლის ხელს გაიგო, რა გინდა სინამდვილეში.

03

„წლები მიდის, თითქოს ცხოვრება გვერდით ჩაივლის“

თავს გრძნობ ურესურსოდ და ენერგიადაცლილად. გრძნობ, რომ დაკარგე ვნება და ენთუზიაზმი ცხოვრების მიმართ.

04

„როდის მექნება უკეთესი შემოსავალი?“

გინდა იყო ფინანსურად დამოუკიდებელი, მაგრამ ნეგატიური და შემზღუდველი რწმენები ფულსა და თვითპრეზენტაციაზე საბოტაჟს უწყობს შენს თვითრეალიზაციას.

330 ადამიანის ხმა

შენ მარტო არ ხარ ამ გრძნობაში

0
მთავარ სურვილად ფინანსურ გაძლიერებას და საყვარელი საქმის პოვნას ასახელებს
0
ეძებს საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და შესწავლას
0
მზად არის გადადგას უფრო თამამი ნაბიჯები და ცვლილებები
0
სურს დაძლიოს შიში, ეჭვი და გადადება - და დაიწყოს მოქმედება

„მე რომ საკუთარ თავს უფრო მეტად ვენდობოდე, ახლა ალბათ…“ - ამ წინადადებაზე ადამიანების უმეტესობამ დაწერა: „წარმატებული ვიქნებოდი“, „ფინანსურად დამოუკიდებელი“, „დავიწყებდი საკუთარ საქმეს“. ერთი რამ აერთიანებთ - ნდობის ნაკლებობა მათსა და მათ ოცნებებს შორის დგას.

თინათინ ბასილაია სცენაზე
რატომ შევქმენი ეს პროგრამა

მე პირადად ვიცნობ ამ გზას

25 წლის გოგომ ვიპოვე გზა - წინასწარ გავყიდე წიგნები, ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის ბესტსელერები, და 1000+ კაციანი პრეზენტაცია მოვაწყვე საქართველოში.

რამდენმა გამომცემლობამ მითხრა უარი? რამდენჯერ მივიღე უარი ვიზაზე? საოცრებები დავატრიალე და მაინც შევძელი. ჩემი პასუხია ერთი სიტყვა.

- მისია.
პროგრამის შედეგად

რას გააკეთებ ამ ოთხ კვირაში

01

აღმოაჩენ შენს მისიას

შეხვდები შენს უნიკალურ თვისებებს, ძლიერ მხარეებსა და ნიჭს - და აღმოაჩენ, რომელი საქმე გინთებს თვალებს.

02

შექმნი ხედვას და სტრატეგიას

აქცევ შენს ოცნებას კონკრეტულ მიზნებად და სამოქმედო გეგმად - ნაცვლად იმისა, რომ დატოვო ის მხოლოდ ოცნებად.

03

ააწყობ ჯანსაღ კავშირს ფულთან

გამოიკვლევ, როგორ გაზარდო შემოსავალი და ფინანსური თერმოსტატი. ფული ხდება მსახურების გამოხატულება, არა სირცხვილი.

04

ისწავლი პერსონალურ ბრენდინგს

გაგიზიარებ პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელოვან პრინციპებს - რათა ადამიანებმა შეძლონ შენი პოვნა და ცნობა.

05

დაძლევ შიშებსა და ბლოკებს

აღმოაჩენ, რა დესტრუქციული პროგრამები გაფერხებს - და გათავისუფლდები მათგან. გახდები შენი მოტივაციის მთავარი წყარო.

06

გადადგამ რეალურ ნაბიჯებს

უმოქმედობიდან რესურსულ მდგომარეობაში გადახვალ - დაიწყებ შენი პოტენციალის რეალიზებას ყოყმანის გარეშე.

სტრუქტურა

შენი ოთხკვირიანი მოგზაურობა

კვირა 1
01

შენი წარმატების ფორმულა

გაიცნობ კარგად საკუთარ თავს, აღმოაჩენ შენს ძლიერ და უნიკალურ მხარეებს, შენს ფარულ ნიჭს.

კვირა 2
02

საზრისი და მისია

აღმოაჩენ შენს ცხოვრებისეულ საზრისსა და მისიას - შენს დიდ „რატომ“-ს, რომელზეც დააშენებ საქმიანობას.

კვირა 3
03

ფული და ფინანსური თერმოსტატი

აღმოაჩენ და დაამუშავებ ფულთან დაკავშირებულ შინაგან ბლოკებს - გაზრდი ფინანსურ თერმოსტატს და ააწყობ ჯანსაღ კავშირს ფულთან.

კვირა 4
04

სამოქმედო გეგმა და მოტივაცია

შეადგენ ეფექტურ სამოქმედო გეგმას, გადადგამ პირველ ნაბიჯებს, გაიმყარებ მოტივაციას და გახდები მისი მთავარი წყარო.

წიგნის ხელმოწერა
რეალური შედეგი

ცოცხალი ენერგია, რომელიც გადამდებია

ჩემს გარემოში ადამიანები მართლაც ფრთებს შლიან - იცვლიან პროფესიას, აუმჯობესებენ ურთიერთობებს, იწყებენ ბიზნესს, ისრულებენ ოცნებებს.

მე პედესტალიდან არ მიყვარს საუბარი - მეც ვვითარდები და ვსწავლობ სულ. სწორედ ეს ცოცხალი, რესურსული გარემო აქცევს პროგრამას ნამდვილ ტრანსფორმაციად.

ვის დაეხმარება ყველაზე მეტად

ეს პროგრამა შენთვისაა

ქოუჩი · ფსიქოლოგი · ტრენერი

იპოვე შენი ხმა

თუ გინდა მეტად სასარგებლო გახდე და შექმნა შენი საავტორო პროგრამები, ბრენდი და იდენტობა.

ანტრეპრენერი

მასშტაბური ხედვა

თუ გაქვს ბიზნესი და გინდა უკეთესი სტრატეგიები, შემოსავლის ზრდა და ახალი ჰორიზონტები.

პროფესიონალი

შემდეგი დონე

თუ შენს პროფესიაში გინდა გაიზარდო, ახალი პოზიცია და ახალი გაბედული მიზნები.

თუ ახლა იწყებ

მკაფიო ხედვა

სტუდენტი ხარ ან პროფესიას იცვლი და გინდა სიცხადე შენი მიზნებისა და კარიერული გზის შესახებ.

ემიგრაციაში ხარ

ახალი ფესვები

ოცნებობ საყვარელი საქმით თვითრეალიზებაზე და გჭირდება შემართება, რომ ირწმუნო შენი თავი.

პაუზის შემდეგ ბრუნდები

თავდაჯერებული დაბრუნება

თუ პაუზა გქონდა და გინდა დაუბრუნდე საქმიანობას მეტი თავდაჯერებითა და სიცხადით.

გამოხმაურებები

ცხოვრებები, რომლებიც შეიცვალა

„

პროგრამამდე მქონდა სიცარიელე - რა მინდოდა, რისი კეთება მინდოდა. ამ პროექტით დავინახე, რომ ფოტოგრაფია არის ის, რისი კეთებაც არასდროს მომბეზრდება.

ნნათია ჯაოშვილი
„

აქამდე არ ვიცოდი რამდენი რამ შემეძლო თურმე. ჩემს თავში ვიპოვე ძალა, რომელმაც შთამაგონა გავხდე ის, ვისზეც მუდამ ვოცნებობდი.

ნნინო შენგელია
„

პროგრამამ მომცა საშუალება ნათლად დამესახა ჩემი მიზნები. შემძინა მეტი თავდაჯერებულობა და ამიმაღლა მოტივაცია. თუ არ ჩაიქნევ ხელს და იმოქმედებ - აუცილებლად მიაღწევ.

ნნინო ბაგრატიონი
ინვესტიცია შენს თავში

აირჩიე შენი გზა

ფინანსური ინვესტიცია უზომოდ მომგებიანია - აირჩიე ვარიანტი, რომელიც შენს ხედვას ყველაზე მეტად შეეფერება.

Silver
889 ლარი
საბაზისო პაკეტი - ერთი სრული პროგრამა „ცხოვრება მისიით“.
  • - 4-კვირიანი სრული პროგრამა
  • - ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრები
  • - ჯგუფური ქოუჩინგი და ვებინარები
  • - ყველა პრაქტიკული სავარჯიშო
ავირჩევ Silver-ს
ყველაზე პოპულარული
Gold
1 222 ლარი
1 პროგრამა + ინდივიდუალური ტრანსფორმაციული 1:1 სტრატეგიული სესია.
  • - ყველაფერი, რაც Silver-შია
  • - 1:1 სტრატეგიული სესია თინათინთან
  • - შენი ხედვის პერსონალური დახვეწა
  • - ინდივიდუალური ფოკუსი შენს მიზნებზე
ავირჩევ Gold-ს →
Platinum
3 556 ლარი
ოთხივე პროგრამა ერთად - მთელი წლის ტრანსფორმაცია.
  • - 4 სრული პროგრამა მთელი წლისთვის
  • - ცხოვრება მისიით + 3 პროგრამა
  • - მაქსიმალური დაზოგვა და ღირებულება
  • - მთელი წელი ტრანსფორმაციულ სივრცეში
ავირჩევ Platinum-ს

ეს შესაძლებლობა მხოლოდ 2026 წელს იქნება. ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი - მომდევნო წლებში ცოცხალი პროგრამების ჩასატარებლად დრო ფიზიკურად აღარ მექნება.

თინათინ ბასილაია
ვინ გიძღვება

თინათინ ბასილაია

10 წელზე მეტია, რაც ანტრეპრენერი და საკუთარი თავის უფროსი ვარ. EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ წარმომადგენელი ვარ საქართველოში.

2016 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან - ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვითრწმენის დაბრუნებაში, მოტივაციის ამაღლებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენაში, კარიერულ ზრდასა და ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაში. 2018-2020 წლებში ქართულად ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის ორი წიგნი და ათასობით ადამიანს წარვუდგინე.

ტიტულებზე მეტად, ჩემთვის მთავარი ავთენტურობაა. არ მჯერა „იდეალური იმიჯის“ მორგების - მჯერა გულწრფელობის, საკუთარი ისტორიის მიღების და იმ სინათლის პოვნის, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არსებობს.

უკვე 3 წელია ვანკუვერში, კანადაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ამჟამად ვანკუვერიდან გერთვები და მზად ვარ გაგიზიარო ის ინსტრუმენტები, რომლებმაც შინაგანი საყრდენი მაპოვნინა და ახალი გზა დამანახა - რათა ახლა შენ დაგეხმაროს.

ჩემი მისიაა დაგეხმარო იპოვო ძალა შენში - და არა მხოლოდ იპოვო, არამედ შენი რკოდან დიდი მუხა გაზარდო, შენი და შენი ოჯახის, შენი ქვეყნისა და სამყაროს საკეთილდღეოდ.

10+წელი ანტრეპრენერობა
30+ქვეყანა მსოფლიოში
1000+კაცი პრეზენტაციებზე
EAGTაკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი
ტრანსფორმაციული ქოუჩი
ხშირად დასმული კითხვები

გაქვს კითხვები?

რა ფორმატია პროგრამა?+
ეს არის 4-კვირიანი ონლაინ ჰაბი ცოცხალი (LIVE) შეხვედრებით, ჯგუფური ქოუჩინგით, მხარდამჭერი ვებინარებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. ყველაფერი ონლაინ ტარდება - მონაწილეობა შეგიძლია ნებისმიერი ქვეყნიდან.
დიდი ხანია არ მაქვს მოტივაცია. გამომადგება?+
სწორედ ამიტომაა შექმნილი ეს პროგრამა. ჯგუფური შემართება საოცრად რესურსული გარემოა, სადაც შენც ამოძრავდები. ბევრი მონაწილე სწორედ ენერგიის ნაკლებობით მოვიდა - და ისევ იპოვა ვნება.
არ ვიცი ზუსტად რა არის ჩემი მისია. მაინც ღირს?+
სწორედ ეს არის პროგრამის მთავარი მიზანი - დაგეხმაროს აღმოაჩინო შენი მისია. ბევრი მონაწილე სიცარიელით მოვიდა და ბოლოს ცხადად დაინახა, რა საქმე უნთებს თვალებს.
რა განსხვავებაა პაკეტებს შორის?+
Silver - ერთი სრული პროგრამა (889 ლარი). Gold - იგივე პროგრამა + ინდივიდუალური 1:1 სესია თინათინთან (1 222 ლარი). Platinum - ოთხივე 2026 წლის პროგრამა ერთად, მაქსიმალური დაზოგვით (3 556 ლარი).
რატომ მხოლოდ 2026 წელს?+
ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი. მომდევნო წლებში ცოცხალი პროგრამების ჩასატარებლად დრო ფიზიკურად აღარ იქნება. მხოლოდ 2026 წელი გამოიყო ამ მიზნისთვის.
როგორ დავრეგისტრირდე?+
დააჭირე ნებისმიერ „დაიკავე ადგილი“ ღილაკს, შეავსე მოკლე ფორმა და აირჩიე პაკეტი. შეკითხვებზე მოგვწერე: tina@tinabasilaia.com
დრო არის ახლა

საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, რა გამოიარე. მთავარია ახლა რა წერტილში ხარ და საით იყურები. მოდი, ერთად შევქმნათ ამის ხედვა.

გაბედე მეტი - დაიკავე ადგილი →
თთინათინ ბასილაია
პროგრამა პაკეტები მისია tina@tinabasilaia.com
© 2026 თინათინ ბასილაია · ცხოვრება მისიით · ვიბრწყინოთ ერთად
GetResponse